სერგი კაპანაძე - თამამად შეგვიძლია ვუთხრათ ამომრჩეველს, რომ გაყალბების და ზეწოლის ეს მასშტაბი საქართველოს არჩევნების ისტორიაში აქამდე არასდროს ყოფილა

თამამად შეგვიძლია ვუთხრათ ამომრჩეველს, რომ გაყალბების და ზეწოლის ეს მასშტაბი საქართველოს არჩევნების ისტორიაში აქამდე არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილში ყოველი მეორე ოქმი ხარვეზიანია.

რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ყოველ მეორე უბანზე არის დისბალანსი.

„მაჟორიტარულ ნაწილში 3847 უბნის ოქმიდან 52%-ში, ანუ 2007 ოქმში არ ჯდება რიცხვები. პრაქტიკულად, ყოველი მეორე ოქმი, რომელიც შედგენილია უბანზე მაჟორიტარულ ნაწილში, არის ხარვეზიანი. ასეთი სტატისტიკა არ ყოფილა არასდროს აქამდე, თუ არ ჩავთვლით 1990-ანების ბოლოს და 2003 წლის არჩევნებს. ამ 2007 ოქმიდან, რომელშიც რიცხვები არის დარღვეული, ჩვენ ვხედავთ, რომ არის ისეთი უბნები, სადაც უბრალოდ ჩაყრილია ბიულეტენები. ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება არჩევნებში მონაწილე ადამიანების რაოდენობას, ასეთია 125 უბანი. ანუ ეს 125 უბანი უბრალოდ გასაუქმებელია იმიტომ, რომ უფრო მეტმა მისცა ხმა, ვიდრე მივიდა არჩევნებზე, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. დანარჩენ 1882 უბანზე არის გატანილი ბიულეტენები საარჩევნო უბნიდან და სავარაუდოდ დატრიალებულია ე.წ “ბიძინას კარუსელი”.

მაჟორიტარულ ნაწილში თითქმის ყოველ მეორე უბანზე ტრიალებდა „კარუსელი”. 440 უბანზე მინიმუმ 5 „კარუსელი” ტრიალებდა. პროპორციულ ნაწილში ყოველ მესამე უბანზე არის დისბალანსი. 969 უბანზე ცარიელი კონვერტებია ჩაყრილი ურნებში. დაახლოებით 8000 ცარიელი კონვერტი მარტო პროპორციულ ნაწილში აკლია. რომ შევაჯამო, ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან დიდი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არჩევნები ელემენტარულადაც კი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ასეული საჩივარი დაწერილი, მაგრამ არ გვაქვს იმედი, რომ ჟვანია ამ საჩივრებს დააკმაყოფილებს. ეს ყველაფერი არ გაკეთებულა იმისთვის, რომ მერე საჩივრები ყოფილიყო დაკმაყოფილებული”,- განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, „სწორია, რომ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში ოპოზიციური პარტიები არ შევლენ”.

„თუ ლეგიტიმური საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად მოხდება სწორად დათვლა და იმ რიცხვების დაწერა, რაც არის „ქართული ოცნების” რეალური რეიტინგი და თუ აღიარებული იქნება, რომ ასეთი ტიპის დარღვევები იყო, თუ მოხდება შედეგების კორექტირება რეალობასთან შესაბამისად, გიჟები კი არ ვართ პარლამენტი არ გვინდოდეს მაინცდამაინც? მაგრამ, ეს არის თეორიული სცენარი. დღევანდელ მოცემულობაში პარლამენტში ოპოზიციური პარტიების შესვლა გამორიცხულია და ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა”,- აღნიშნა კაპანაძემ.

იხილეთ ვიდეო

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს