ნიკა მელია - როგორც ჩანს, ბატონ კობახიძეს სუს-მა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციის შტაბებში ხალხმრავლობაა და ჩათვალა, რომ ეს მეორე ტურისთვის მზადყოფნაა

როგორც ჩანს, ბატონ კობახიძეს სუს-მა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიების შტაბებში და ოფისებში ხალხმრავლობაა და ჩათვალა, რომ ეს არჩევნების მეორე ტურისთვის მზადყოფნაა,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციას კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

მელია განმარტავს, თუ რატომაა ოპოზიციის შტაბებში ხალხმრავლობა.

„ეს არის მზადება, მაგრამ ვემზადებით კვირა დღისთვის, რომ კვირას, 15:00 საათზე ვიყოთ ძალიან ბევრნი და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ესაა, რაც ხდება ჩვენს შტაბებში“,- განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციას კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.

„ჩვენ გვაქვს ადგილობრივი შტაბებიდან შემოსული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას მზადება უკვე დაწყებული აქვს. კახეთიდან, ზუგდიდიდან, თბილისის ოლქებიდან მაქვს ეს ინფორმაცია. აქ აქვთ დაწყებული მუშაობა, აგიტატორების მობილიზაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა