ნიკა მელია გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსს - ხელი ჩაწიე, შენ არ ხარ პოლიციელი, შენ ხარ მოძალადე, გლდანში მოძალადეების გვერდით იდექი

„ფორმა უნდა გაიხადო და კვირას დადგე აქციაზე ხალხთან ერთად, იმიტომ, რომ ეს ხალხი არ გაპატიებს, იმას რაც შენ გააკეთე“, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საპატრულო პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსს დავით მჟავიას.

გლდანში, ახმეტელის მეტროსთან ნიკა მელისა და დავით მჟავიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას წინ უძღოდა ინციდენტი, რა დროსაც ნიკა მელიასთან მივიდა ერთ-ერთი მოქალაქე და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მელია გაერთიანებული ოპიზიციის წევრებთან ერთად მოსახლეობას ფლაერებს ურიგებდა, რითაც კვირას, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა.

აღნიშნული პირი პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა, თუმცა კამათი უკვე მელიასა და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსს, დავით მჟავიას შორის გაგრძელდა.

მელიამ იკითხა, სად იყვნენ მაშინ, როცა არჩევნების დღეს გლდანში ინციდენტი მოხდა.

"დავით კვიჟინაძე რომ არის კახა კალაძის მონა, იარაღით არ იყო?! უბანს რომ არბევდნენ, რას აკეთებდი?! დღეს გარეთ არის", - მიმართა ნიკა მელიამ დავით მჟავიას, რომელმაც ოპოზიციის წევრს დამშვიდებისკენ მოუწოდა.

"დაწყნარდი კი არა, ფორმა უნდა გაიხადო და კვირას დადგე აქციაზე ხალხთან ერთად, იმიტომ, რომ ეს ხალხი არ გაპატიებს იმას, რაც შენ გააკეთე", - აღნიშნა მელიამ.

დავით მჟავიამ კი განაცხადა, რომ ის ქვეყანას იცავას და პატიოსნად ემსახურება. მან მელიას უპასუხა, რომ იტყუება, ვინაიდან 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს გლდანში მომხდარ ინციდენტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო და არიან დაკავებულებიც.

"ვემსახურები ქვეყანას და პოლიციელს მომმართე ნორმალურად",-აღნიშნა დავით მჟავიამ

"ხელი ჩაწიე, შენ არ ხარ პოლიციელი. შენ ხარ მოძალადე, იმიტომ, რომ გლდანში მოძალადეების გვერდით იდექი და ყველა კადრში იყავი. უნამუსო ხარ შენ", - მიმართა მელიამ პოლიციელ დავით მჟავიას.

ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, სამართალდამცველმა განაცხადა, რომ არჩევნების დღეს გლდანში მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს "სათამაშო იარაღი ეჭირათ", რაც მისი თქმით, არარეალურია.

ამასთან, დავით მჟავიას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა სერგო რატიანმა მიმართა, რომ "ის მოძალადეებს ემსახურება".

"ქვეყანას ვიცავ და ვემსახურები პატიოსნად", - აღნიშნა მჟავიამ, რომელსაც ასევე მიმართა ოპოზიციის კიდევ ერთმა წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა.

"რას ემსახურები? შენ ის არ ხარ გვარებით რომ იჭერ ადამიანებს?" - აღნიშნა ჩალაგაშვილმა.

მჟავიამ ჩალაგაშვილს პროვოკატორი უწოდა.

ახმეტელის მეტროსთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციის წევრებმა ნიკა მელიას შტაბში გადაინაცვლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო