ირაკლი კუპრაძე - „ლელო” არ აპირებს  ერთი ნაბიჯითაც უკან დახევას, რადგან მოსახლეობას წაართვეს არჩევანის უფლება, გაგვიყალბეს არჩევნები

„ლელო” არ აპირებს ერთი ნაბიჯითაც უკან დახევას, რადგან მოსახლეობას წაართვეს არჩევანის უფლება, გაგვიყალბეს არჩევნები, - ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ბათუმში, როგორც საქართველოს ყველა დანარჩენ ქალაქსა და რეგიონში, გაყალბდა მარტივად და ტოტალურად.

„სამწუხაროდ მე არ შემიძლია ვისაუბრო შესწორების ოქმებზე და ჩვენი საჩივრების დაკმაყოფილებაზე, რადგან ბათუმის საოლქო კომისიას ჯერ კიდევ არ დაუწყია პარტიათა საჩივრების განხილვა. ახლაც ბათუმის საოლქო კომისიასთან იმართება “ლელოს” აქცია, რომ დროულად დაიწყონ ჩვენი საჩივრების კვლევა, ეს არის პრინციპული ნაწილი, რომ „ოცნება“ გვეუბნება, მათ გააყალბეს არჩევნები და პარალელურად არ გააჩნიათ პასუხები იმ საჩივრებთან. წარმოგიდგენთ 22 უბანს, სადაც არჩევნებზე მივიდა 598 ამომრჩეველი და 589 ბიულეტენი არის ამოღებული. უბრალოდ გაუგებარია სად არის ეს ბიულეტენები. 26 საარჩევნო უბანი - დაკარგულია 40 ბიულეტენი. 9 საარჩევნო უბანი - მივიდა755 მოქალაქე და ბათილად არის ცნობილი 756. 19 უბანი - ჩაყრილია ბიულეტენები და 77 ცალი არის სრულიად ზედმეტი, 38 უბანი -19 ზედმეტი ხმა არის ფიქსირებული, საერთოდ ოქმში არ არის შეტანილი მონაცემები 13 უბანზე. ეს არის დაუსრულებელი კასკადი გაყალბებისა რაზეც პასუხი უნდა აგოს „ოცნებამ,”- განაცხადა კუპრაძემ.

კუპრაძის თქმით, „ლელოს” გუნდი აჭარის მთავრობის სახლთან ყოველდღე მართავს აქციებს.

„ჩვენ არ ვაპირებთ ერთი ნაბიჯითაც უკან დახევას, რადგან მოსახლეობას წაართვეს არჩევანის უფლება რადგან ჩვენ გაგვიყალბეს არჩევნები და არა მხოლოდ ჩვენ, როგორც პარტიას და გუნდს, არამედ სრულიად სოციუმს და უნდა დავიბრუნოთ ხმები. ხოლო ივანიშვილს და თამარ ჟვანიას გავუშვებთ სახლში და ჩავატარებთ თავისუფალ არჩევნებს“, - აღნიშნა კუპრაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა