ბათუმის საოლქო კომისიასთან დაპირისპირების დროს ერთ-ერთი შენობის მინა ჩამოვარდა-არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი

ბათუმში, 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ისინი ოლქის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, დაპირისპირებისას საოლქო საარჩევნო კომისიასთან მდებარე ერთ-ერთი კომერციული ფართის მინა დაზიანდა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე დაშავდა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

"დაშავდა ოპოზიციის ლიდერი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კირთაძე, საბედნიეროდ გადარჩა. ჩვენ არ გავჩერდებით, იმიტომ რომ ხმებს იპარავენ, სიცოცხლის ფასად დავიცავთ ჩვენს უფლებებს. არ ვაპირებთ დაშლას, დაუყოვნებლივ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია