ბათუმში, მოძრაობის "იმოქმედე" წევრებმა თავდადებულის ქუჩა გადაკეტეს

ბათუმში, 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან, მოძრაობა "იმოქმედეს" წევრებმა თავდადებულის ქუჩა გადაკეტეს და მჯდომარე აქციას მართავენ.

მოძრაობა "იმოქმედეს" წევრები მოქალაქეებს მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

"იმოქმედე! ახლა არის დრო, რომ ჩვენ გადავარჩინოთ ჩვენი ამომრჩევლის ხმები. არ დავუშვებთ არცერთი ხმის დაკარგვას. ამიტომ იმოქმედე!",- აცხადებს აქციის მონაწილე თორნიკე ხალვაში.

ცნობისთვის, ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, სადაც სამართალდამცავებსა და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია