გიგა მაქარაშვილი - პოლიციის თვალწინ იარაღიანმა ტიპმა ისე გადატენა იარაღი, რომ რეაქცია არ ჰქონია არცერთს

პოლიციის თვალწინ იარაღიანმა ტიპმა ისე მოახდინა ამ იარაღის გადატენა, რომ ერთი რეაქცია არ ჰქონია არცერთს, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებთან ისნის მე-5 საარჩევნო კომისიის შენობასთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი დაკავების ნაცვლად, პოლიციამ მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავა.

"არის დაძაბული სიტუაცია ბუნებრივია, იმიტომ, რომ ადამიანებს აღარ უნდათ ტყუილში ცხოვრება, იცავენ თავიანთ ხმებს და ადამიანები მოდიან იარაღით. პოლიციის თვალწინ იარაღიანმა ტიპმა ისე მოახდინა ამ იარაღის გადატენა, რომ ერთი რეაქცია არ ჰქონია არცერთს. არ ვიცი ვინ არის, არც სახელი ვიცი, არის კადრები. ბევრი ადამიანი ტელეფონითაც იღებდა, "ფისტოლეტი" იყო, იმის ნაცვლად, რომ იარაღიანი ტიპი დაეჭირათ, დაიჭირეს მშვიდობიანი მოქალაქეები“,- განაცხადა მაქარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა