ალეკო ელისაშვილი - ჩვენი მხარდამჭერებიდან ერთი არის დაკავებული, პოლიცია საძაგლად იქცეოდა

საბურთალოს ოლქთან დაკავებული ჩემი მხარდამჭერი შალვა კარელიძე პოლიციამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანა და როგორც, მან მითხრა, მასზე ზეწოლა არ ხდება, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ელისაშვილის ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო კომისიასთან დაკავებული პირებიდან - ორი ცესკოს წევრია.

„ჩვენი მხარდამჭერებიდან ერთი არის დაკავებული. საბურთალოს საოლქო კომისია იხილავდა საჩივრებს და მათ შორის ჩვენს საჩივრებსაც და არც ჩვენს წარმომადგენელს დაურეკეს, რომ საქმის განხილვა მიმდინარეობდა და არც მე. მივედი და ვუთხარი მე ვარ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი და შემიშვით - მეთქი და მითხრეს, რომ სახეზე ვერ გცნობთო. იქ ცინიზმის და აგდებული ლაპარაკის მეტი არაფერი არ ყოფილა. რამდენიმე პოლიციელი საძაგლად იქცეოდა. ფაქტი ერთი არის, რომ პოლიცია არ მაძლევდა უფლებას შევსულიყავი ჩემი პარტიის საჩივრების განხილვაში მიმეღო მონაწილეობა რაც, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა