გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, ისანში, საოლქო კომისიასთან დაკავებულებს შორის არის მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი ნიკა ფარულავა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, ისნის მეხუთე საოლქო კომისიასთან დაკავებულებს შორის არის მოძრაობა" შეცვალეს" აქტივისტი ნიკა ფარულავა.

როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ სად გადაიყვანეს სამართალდამცავებმა ფარულავა დაკავების შემდეგ.

საოლქო კომისიასთან შენობა საღამოს 20:00 საათიდან მიმდინარეობს. აქცია თავდაპირველად "სტრატეგია აღმაშენებლის" და " ლელოს" აქტივისტებმა დაიწყეს, რასაც ოპოზიციის წევრებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამოც პროტესტს გამოხატავენ. აქტივისტები შენობაში შესვლას და საჩივრების განხილვის პროცედურაზე დასწრებას ითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. ამის გამო ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია.

შსს-ს ინფორმაციით, ისანში მიმდინარე აქციაზე სულ 6- პირია დაკავებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა