პირი, რომელმაც ისნის საოლქო კომისიაში ოპოზიციის დამკვირვებელს შეურაცხყოფა მიაყენა, პოლიციამ სავარაუდოდ გამოკითხვაზე წაიყვანა

პირი, რომელმაც ისნის საოლქო კომისიის შენობაში ოპოზიციის დამკვირვებელს საჩივრების განხილვისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, პოლიციამ სავარაუდოდ გამოსაკითხად, შენობიდან გაიყვანა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, აღნიშნული პირის სახელი და გვარია ბექა ნაცვალაძე, რომელიც საოლქო კომისიის თავმჯდომარის მძღოლია.

მათივე თქმით, ნაცვალაძემ დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა