ხატია დეკანოიძე - მივმართავ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს, ადამიანები, რომლებიც  სრულიად უკანონოდ დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე მიმართავს შსს-ს თხოვნით, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც პოლიციამ ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან დააკავა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი თქმით, სამინისტროს შენობასთან მისვლას გეგმავს.

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ დაახლოებით 10-მდე პირი დააკავა.

"მივმართავ შსს-ს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს, ის ადამიანები, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააკავეს. ვაძლევ ვადას, რამდენიმე წუთს და შემდეგ მე მივდივარ სამინისტროსთან. ისინი უკანონოდ დააკავეს, იმიტომ, რომ გამოთქვამდნენ პროტესტს იმ გაყალბებაზე, რომელიც ამ ოლქში ხდება. არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ტერორისტებს ვერ იჭერენ, ვერ იჭერენ ზონდერებს, რომლებიც გადატენილ იარაღს შუბლზე ადებენ და ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ ახოხიალეს დაბლა. ამიტომ ახლავე გაათავისუფლეთ დაკავებულები, თქვენი დრო აღარ არის", - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისსა და რამდენიმე რეგიონში საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. თბილისში, ისანსა და საბურთალოზე ვითარება სამართალდამცველებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. შსს-ს ბოლო ინფორმაციით, თბილისში ჯამში 9 პირია დაკავებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა