ავსტრიის შს მინისტრი - შეიარაღებული პირი, რომელმაც ვენაში თავდასხმა მოაწყო, მარტო მოქმედებდა

მობილური ტელეფონით გადაღებული კადრებით დასტურდება, რომ ჯიჰადისტმა, რომელმაც ვენაში ოთხი ადამიანი მოკლა, თავდასხმა მარტო განახორციელა, - ამის შესახებ ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავებს საზოგადოების წევრებმა მობილური ტელეფონით გადაღებული 20 000-ზე მეტი ვიდეო მიაწოდეს, რომლის ანალიზის შედეგადაც დადგინდა, რომ თავდასხმაში მხოლოდ ერთი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა.

ცნობილია, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით ავსტრიაში 18-დან 28 წლამდე ასაკის 14 ადამიანი დააკავეს და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, არიან თუ არა ისინი რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. აღსანიშნავია, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით ორი ადამიანი დააკავეს შვეიცარიაშიც. ქვეყნის იუსტიცის მინისტრის თქმით, დაკავებულები იმ შეიარაღებული მამაკაცის მეგობრები არიან, რომელმაც ავსტრიაში თავდასხმა მოაწყო.

იხილეთ ვიდეო: ავსტრიის შს მინისტრი - შეიარაღებული პირი, რომელმაც ვენაში თავდასხმა მოაწყო, მარტო მოქმედებდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა