პოლონეთში კორონავირუსის 27 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 367 ადამიანი გარდაიცვალა

პოლონეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 27 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 466 679-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 367 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 6 842-ს მიაღწია.

პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-სგან 177 681 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

იხილეთ ვიდეო: პოლონეთში კორონავირუსის 27 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა