მაია ცქიტიშვილი - თუ გვინდა აქციის ჩატარება, ჩავატაროთ პირბადით და წესების დაცვით - პოლიტიკური ლიდერები უნდა აძლევდნენ მაგალითს საკუთარ ამომრჩევლებს

თუ გვინდა აქციის ჩატარება, ჩავატაროთ პირბადით და წესების დაცვით. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა უზრუნველყონ მხარდამჭერებისთვის პირბადეების დარიგება,- ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აქციების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ აქციები კორონავირუსთან დაკავშირებული წესების დაცვით ჩაატარონ.

„ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არის პირველი სიტყვა, რომელიც ყველამ უნდა დავიმახსოვროთ. პასუხისმგებლობა ეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ თითოეულ ჩვენგანს. პოლიტიკური პარტიის წევრი, აქტივისტი, პირველ რიგში ამ ქვეყნის მოქალაქეა. ამიტომ, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა იმაში, რომ მათ უზრუნველყონ აქციების ისეთი სახით ჩატარება, რომ ყველა აქტივისტი და მხარდამჭერი პირბადით იყოს უზრუნველყოფილი, პირველ რიგში პოლიტიკური ლიდერები იქცეოდნენ ისეთი სახით, რომ ყველა წესი იყოს დაცული. რაღაც განსაკუთრებულ წესებზე არ ვსაუბრობთ, იმაზე ვსაუბრობთ, რომ თუ ჩვენ გვინდა აქციის ჩატარება, ჩავატაროთ ეს აქცია პირბადით და წესების დაცვით. პირველ რიგში პოლიტიკური ლიდერები უნდა აძლევდნენ მაგალითს საკუთარ ამომრჩევლებს, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა უზრუნველყონ მხარდამჭერებისთვის პირბადეების დარიგება და ხელმისაწვდომობა“,-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა