ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა საბურთალოს საოლქო კომისიის შენობასთან ოქმების ასლები წარწერით "გაყალბებულია" დატოვეს

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები ბუკიას ბაღიდან მსვლელობით საბურთალოს საოლქო კომისიის შენობასთან მივიდნენ. აქციის მონაწილეები შეძახილებით "მონებო", "წადი" სკანდირებენ. მათ საბურთალოს მე-3 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ოქმების ასლები წარწერით "გაყალბებულია" დატოვეს.

აქციის მონაწილეებმა საოლქო საარჩევნო კომისიის ფანჯარასთან "ევროპული საქართველოს", "ლელო საქართველოსთვის" და "ლეიბორისტული პარტიის" დროშები დაკიდეს. ასევე ბუკლეტები - "გაყალბებულია" ფანჯრიდან შეყარეს.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები და მათი წევრები ორი დღეა მსვლელობას მართავენ და გზად ფლაერებს არიგებენ, რომლითაც მოსახლეობას კვირას, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა