გია ვოლსკი - საჩივრების რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე 2016 წელს იყო

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საჩივარი იქნება განხილული. როგორ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საჩივრების რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე 2016 წელს იყო.

„დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ დაგიდასტურებენ ვერანაირად იმას, რომ არ იყო განხილული საჩივრები. ჩემთან უმრავლესობა არის ტექნიკურ საკითხზე საჩივრები, ესეც განხილულია, გაიხსნა 25-ე უბანი და დარღვევა არ აღმოჩენილა. ზუსტად არის ოქმი შედგენილი, რაზედაც ეჭვი ჰქონდათ. რეალურად, გაცილებით უფრო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, ვიდრე ის უპრეცედენტო აქცია, რაც არის საჩივრების გადამოწმება. უბნების გახსნა მიმდინარეობს. ახლაც გრძელდება. ასეთი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა. საჩივრების რაოდენობაც გაცილებით მცირეა, ვიდრე 2016 წელს, მაგრამ რეალურად არის და არც ერთი საჩივარი პასუხის გარეშე არ დარჩება“,-აცხადებს ვოლსკი.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია