აქტივისტებმა საქალაქო სასამართლოსთან წარწერა - "2+2=41"-ს გააკეთეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ,,ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და საბურთალოს #19 საარჩევნო უბანზე მომხდარი შემთხვევა გააპროტესტეს, სადაც მათი თქმით საარჩევნო ყუთს ფსკერი არ ჰქონდა.

აქტივისტებმა საქალაქო სასამართლოს ეზოში წარწერა: "2+2=41" - ს დატოვეს, რაც მათი განცხადებით მიანიშნებს, რომ ცესკო ,,ქართული ოცნების" დაკვეთით ითვლის ხმებს.

,,ქართული ოცნება" ხელმძღვანელობს მათემატიკით, სადაც 2+2=4 არ არის, სამაგიეროდ, უდრის 41-ს. ამის დამადასტურებელია ათასობით შემაჯამებელი ოქმი, სადაც ბალანსი არ ჯდება, ანუ მომსვლელ ამომრჩეველთა რაოდენობა არ უდრის მათ მიერ მიცემულ ხმათა რაოდენობას. მასობრივი კარუსელი დატრიალდა ამ არჩევნებზე და გამოიყენეს ტოტალური გაყალბების სხვადასხვა მექანიზმები. ახლა, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა განიხილება საქალაქო სასამართლოში, ეს ეხება საბურთალოს #19 საარჩევნო უბანს, სადაც საარჩევნო ყუთს არ ჰქონდა ფსკერი და ადამიანები ბიულეტენებს ყრიდნენ უკონტროლოდ, პირდაპირ იატაკზე.

ჩვენ ყველანაირ სამართლებრივ მექანიზმს მივმართეთ, დაიწერა საჩივრები როგორც უბანზე, ასევე საოლქო კომისიაში. ოლქში ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელი არ დაასწრეს სხდომას, მის გარეშე განიხილეს და არ დააკმაყოფილეს ჩვენი საჩივრები, რომ გაუქმებული ყოფილიყო ეს საარჩევნო უბანი. გვინდა ხაზი გავუსვათ და დავხატავთ ცარცით, რომ 2+2 თურმე უდრის 41-ს", - აღნიშნა "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა, მიხეილ ქუმსიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე წარმოადგენენ ვიდეომტკიცებულებებს, თუ როგორ მიმდინარეობდა ამ ყუთში ხმების ჩაყრა და უბნის გარეთ ამომრჩეველთა მოსყიდვა.

,,ახლა უკვე მივმართავთ სასამართლოს, მაგრამ არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს, ვინაიდან, ჯიბეში უზის ეს ინსტიტუცია ბიძინა ივანიშვილს. დღეს გვაქვს მოტანილი მტკიცებულებები თუ როგორ ყუთში მიმდინარეობდა ხმების ჩაყრა, აგრეთვე ვიდეომტკიცებულებები, რომ უბნის გარეთ მიმდინარეობდა ამომრჩეველთა მოსყიდვა და 50-50 ლარს უხდიდნენ ადამიანებს იმისათვის, რომ შესულიყვნენ და მიეცათ ხმა", - განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა