ანონსი 6 ნოემბერი

6 ნოემბერს, 11.00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაძის მოედნიდან ცესკოსა და ე.წ. მოდულის შენობის, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ კი შსს-სა და მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით ავტოკოლონებით მსვლელობას გამართავს.

6 ნოემბერს, 11:30 საათზე, რუსთაველზე (პარლამენტის შენობის წინ) ეროვნული მოძრაობის ვეტერანები შიმშილობის აქციას დაიწყებენ, მოთხოვნით: დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

საკონტაქტო: დავით ჭაბუკაშვილი - 557 77 55 54

6 ნოემბერს, 12:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, თამარ ჟვანიასა და საოლქო კომისიების ხელმძღვანელთა პასუხისგებაში მიცემის თაობაზე მთავარ პროკურატურაში პერფორმანსის ფონზე საჩივარს შეიტანს.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923

6 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის საოლქო კომისიებთან დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

6 ნოემბერს, 13:00 საათზე, „ლელოს“ ლიდერები საბა ბუაძე, გრიგოლ გეგელია და გიგლა მიქაუტაძე გამართავენ ბრიფინგს საარჩევნო დარღვევების შესახებ.

მის: სადგურის მოედანი 2

საკონტაქტო: 577624445

6 ნოემბერს, 13.00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ავტოკოლონები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.

6 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგი გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

6 ნოემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისში, გაეროს გლობალური გამოკითხვის ფარგლებში შეხვედრა/დიალოგი გაიმართება, სადაც 2045 წლისთვის მოსალოდნელ რისკებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.

მის.: გრიშაშვილის 11, (სასტუმრო ბესთ უესთერნ ქუთაისი)

საკონტაქტო: 577 17 75 17

6 ნოემბერს, 14.30 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია მეტროსადგურ „ვარკეთილსა“ და „ისანთან“ 8 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ფლაერებს დაარიგებს.

6 ნოემბერს, 16:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდება

მის: აკ. წერეთლის გამზ. 144. მეოთხე სართული

6 ნოემბერს, 16:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატებისა“ და პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ლიდერები, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - დიეგო კოლას შეხვდებიან.

თემა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

მის.: საქართველოს პარლამენტი, C კორპუსი, ოთახი 218.

საკონტაქტო: თაკო სანოძე - 558363644

6 ნოემბერს, 17:00 საათზე, ბიზნესცენტრ „ტერმინალში“ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ყოველწლიური ბიზნეს დაჯილდოება - კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020 გაიმართება.

მის.: ი. აბაშიძის 34

საკონტაქტო : ეთუნა ცოტნიაშვილი - 599 512215

6 ნოემბერს, 17:30 საათზე, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: საგანგებო განცხადება.

მის: სობჩაკის ქ. N3

საკონტაქტო პირი: ანი კიკნაძე 598 450 480

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო