აქციაზე დაკავებული ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს

სამართალდამცავებმა ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მასთან ერთად კიდევ ერთი პირი იყო დაკავებული, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

„მითხრეს, რომ ვიყავი 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული, რაც არის ერთი მხრივ, სამართალდამცავის სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა, სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია. მეორე მუხლი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას შემდეგ, რაც ოქმები შეადგინეს, გვითხრეს, ხელწერილი დაწერეთ და გათავისუფლებთო. ჩემთან ერთად იყო მხოლოდ გიორგი რურუა. ხელწერილთან დაკავშირებით ვიკითხე, აწერინებდნენ თუ არა გიორგი რურუასაც, მითხრეს, რომ გიორგის არ უშვებდნენ და მხოლოდ მე მიშვებდნენ, კანდიდატობის გამო. გიორგი მანქანაში ჩაისვეს, როგორც მითხრეს, ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ეს ბრძოლა არ გაჩერდება, გაგრძელდება გამარჯვებამდე, რამდენს დაგვიჭერენ? დამაკავეს, გამოვედი და მივდივარ საოლქოში, უნდა დავამხო ამ ლაჩაშვილს თავისი დაწერილი, გადაწერილი ოქმები. ვერავის გაგვაჩერებთ!“, - განაცხადა კუპრავამ.

ცნობისთვის, ვაკეში, მე-2 საუბნო საარჩევნო კომისიასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს, მათ შორის იყო, ზვიად კუპრავაც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა