დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფელში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყობა

წყალმომარაგების კომპანიამ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფლის - საბათლოს, ფიროსმანის, ჭოეთის, თავწყაროს, სამთაწყაროს და არბოშიკის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ტენდერში მონაწილოების მსურველებს წინადადებების წარდგენა 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. როგორც ისინი განმარტავენ, აღნიშნულ სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, შესაბამისად არსებული წყლის დებიტი მოსახლოების მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს.

„პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება სოფლებში არსებული რეზერვუარები და ჭაბურღილები. გარდა ამისა მოეწყობა წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს. შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლოებას, ჯამში 2000 -ზე მეტ ადამიანს, სტაბილური და ხარისხნიანი წყალმომარაგება ექნება. პროექტს 13 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა