„ჯივიპი“ ნავთლუღის ქუჩაზე წყალარინების ქსელს აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კომპანია ისნის რაიონში, ნავთლუღის ქუჩაზე, წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. „აღნიშნული პროექტის ფარგლებში იცვლება ნახევარ კილომეტრამდე სიგრძის ძველი, ამორტიზებული წყალარინების ქსელი, ასევე მოეწყობა წყალარინების საკონტროლო 24 ჭა. „ჯივიპი“ სარეაბილიტაციო პროექტში 200 ათას ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. გეგმის მიხედვით, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა