ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში თავად წერს.

მისივე განმარტებით, სწორედ ამის გამო არ ჩანდა ბოლო ორი დღე აქციებზე.

„საინტერესო 47-ე წელი შევასრულე (ცესკოს დათვლით 57-ე). საერთოდ არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღე, არც მისი აღნიშვნა და არც მასზე საუბარი. სხვა მიზნით ვწერ პოსტს.

სად აღარ "აღმინიშნავს" დაბადების დღე, მიტინგზე, აეროპორტში, ტყეში, ციხეში და ა.შ. ცხოვრება ყოველთვის საინტერესო საჩუქრით მაჯილდოვებდა.

წელს, ვფიქრობდი რა საჩუქარს მომიმზადებს იღბალი-მეთქი და მივიღე განსაკუთრებული - ლაბორატორიის დადებითი პასუხი კორონაზე.

ამის გამო არ ვჩანდი ბოლო ორი დღე აქციებზეც და ტელევიზიებშიც, რადგან პასუხს ველოდი და სამწუხაროდ, 8 ნოემბერსაც მომიწევს აქციის გამოტოვება. გადამდები რომ არ ვიყო, აუცილებლად მოვიდოდი, თუმცა 8-ში მხოლოდ "იწყება" და აუცილებლად დაგეწევით რამდენიმე დღეში.

უჩემოდ ბარიკადები არ იქნება...

მადლობა ყველას, მოლოცვაზე მეტად 8 ნოემბერს რუსთაველზე მისვლისთვის“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება