რუმინეთი „კომენდანტის საათს“ აწესებს და სკოლებს ხურავს

რუმინეთი ორშაბათიდან „კომენდანტის საათს“ აწესებს და ყველა სკოლას ხურავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალი შეზღუდვები ძალაში ერთი თვის განმავლობაში დარჩება. ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში რუმინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 714 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

რუმინეთში, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 276 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 7 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა