ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალოდ 68 კლინიკაში 5 116 საწოლია მობილიზებული

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალოდ 68 კლინიკაში 5 116 საწოლია მობილიზებული.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე სულ 7 267 ათასი საწოლის მობილიზების რესურსი არსებობს. ამასთან, მისი თქმით, საყურადღებოდ რჩება სამედიცინო პერსონალის მობილიზება.

„დღეს კლინიკაში განთავსებული გვყავს 4 223 ადამიანი, რომელიც მკურნალობას გადის. 359 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში და ამ ეტაპისთვის კოვიდისთვის მობილიზებული საწოლფონდი 68 კლინიკაში არის 5 116 საწოლი, თუმცა ამ კლინიკების ბაზაზე დამატების გარეშე გვაქვს რესურსი 7 267 საწოლის მობილიზების. ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ გაიზარდოს საწოლფონდის მოცულობა და ასევე კლინიკების ჩართულობა კოვიდში, მაგრამ ყველაზე საყურადღებოდ რჩება ადამიანური რესურსი. ყველაზე კრიტიკულია სწორედ სამედიცინო პერსონალის მობილიზება. ჩვენ გავატარეთ არაერთი ღონისძიება, რომელიც საკმაოდ გვეხმარება პაციენტების მართვაში, ესენი არიან ჩვენი სტუდენტები, რომლების გადამზადებაში კოვიდის მიმართულებაში ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარება განათლების სამინისტრო, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ სტუდენტს, რომელთაც მოხალისედ გამოხატეს მზაობა და ჩაერთნენ უხილავ მტერთან ბრძოლაში. ისინი გადანაწილებული არიან როგორც კლინიკურ სექტორში, ასევე აქტიურად არიან ჩართული იმ ორი ონლაინ კლინიკის შემთხვევების მართვაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ფრთის ქვეშ შეიქმნა რამდენიმე კვირის წინ“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს