საია - მიუხედავად იმისა, რომ 79-ვე უბნის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ მოხსნილა, სასამართლოში 38 უბნის შედეგებს გავასაჩივრებთ, რაც ჯამში 60-მდე შემაჯამებელ ოქმს მოიცავს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სიმწვავე ვერ გაიაზრა და ის შესაძლებლობები არ გამოიყენა, რაც შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებულ კითხვებს მოხსნიდა.

საია საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდებს, საკუთარი ინიციატივით გადახედოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ყველა საეჭვო უბნის მონაცემები ხელახლა გადათვალონ.

როგორც ცნობილია, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის და შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაასრულა. საია-მ საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი შეაჯამა, რასთან დაკავშირებითაც სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„საია-მ შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობისა და მონაცემების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბოლოოდ 109 უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი, საიდანაც:

19 უბნის დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნა და გადაითვალა, რომლის შედეგად დაზუსტდა 23 შემაჯამებელი ოქმის მონაცემები;

2 უბანთან მიმართებით საია-მ მოხსნა მოთხოვნა, რადგან დარწმუნდა, სადავოდ გამხდარი მონაცემის სისწორეში;

9 უბანთან მიმართებით მოთხოვნა განუხილველი დარჩა საჩივრის ელექტრონული ფორმით ჩაბარების გამო;

79 უბანთან მიმართებით საია-ს საჩივრები არ დაკმაყოფილდა და განუხილველი დარჩა. განუხილვევლად დატოვება გამოწვეული იყო იმავე საკითხზე საია-ს საჩივრის განხილვამდე სხვა ორგანიზაციების საჩივრებზე უარის თქმა.

მიუხედავად იმისა, რომ 79-ვე უბნის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ მოხსნილა, საია სასამართლოში მხოლოდ 38 უბნის შედეგებს გაასაჩივრებს, რაც ჯამში სხვადასხვა ტიპის 60-მდე შემაჯამებელ ოქმს მოიცავს.

სასამართლოში სარჩელის წარდგენისთვის შემჭიდროებული დროის და მცირე რესურსის გათვალისწინებით, ორგანიზაციამ სასამართლოში დავისთვის პრიორიტეტი მიანიჭა ისეთ ოლქებს, სადაც ჯამში უფრო მეტი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი. ასევე, საია არ განაგრძობს დავას იმ ოლქებთან მიმართებით, სადაც გასაჩივრებული იყო ძირითადად მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმები და წინასწარი მონაცემებით, პირველ და მეორე, ასევე, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ კანდიდატებს შორის არსებული სხვაობის გათვალისწინებით, გასაჩივრებული ოქმების გაბათილებას არ შეუძლია გავლენის მოხდენა მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე.

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენისა და განხილვის პროცესთან დაკავშირებით, ამ დროისათვის გამოიკვეთა საყურადღებო ტენდენციები:

ცესკოს ონლაინ ბაზაში მთელ რიგ უბნებთან მიმართებით, სრული დოკუმენტაცია (ახსნა-განმარტებები, შესწორების ოქმები) გვიან აიტვირთა. ასევე, დაფიქსირდა თავდაპირველად ატვირთული დოკუმენტაციის წაშლის/ჩანაცვლების შემთხვევები. ამან ხელი შეუშალა/შეაფერხა გასაჩივრების პროცესი და გააჩინა დამატებითი დოკუმენტაციების დაგვიანებით შედგენის და დისბალანსის გასწორების პროცესში მანიპულაციის განცდა.

არაერთ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრის განხილვამდე, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ახსნა-განმარტებების საფუძველზე, საკუთარი განკარგულებით ჩაასწორა მონაცემები ისე, რომ არ მომხდარა დალუქული დოკუმენტაციის გახსნა და ახსნა-განმარტებებში მოყვანილი მონაცემების სისწორის დადგენა.

საოლქო საარჩევნო კომისიებში განხილვის პროცესი ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებდა, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღებოდა არათანამიმდევრულად და დაუსაბუთებელად.

საოლქო საარჩევნო კომისიები ძირითადად, ერთ წარმოებად არ აერთიანებდნენ სხვადასხვა სუბიექტის მიერ ერთ უბანთან დაკავშირებით შეტანილ საჩივრებს. რიგითობით პირველი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდგომ, ამ მოტივით სხვა ორგანიზაციების მიერ ამავე საკითხზე შეტანილი დავები განუხილველი რჩებოდა.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებს ან/და მომდევნო დღეს შედგენილ შესწორების ოქმებს, მათი ბუნდოვანების და არადამაჯერებლობის მიუხედავად, ყოველგვარი დამატებითი გადამოწმების გარეშე, საოლქო საარჩევნო კომისიები, როგორც წესი, სანდოდ მიიჩნევდნენ და არ ახდენდნენ დალუქული დოკუმენტაციის გახსნის და მონაცემების გადამოწმების გზით, ფაქტების დაზუსტებას. მათ შორის, ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისია ღიად აფიქსირებდა, რომ ისინი ყველაფერს ვერ გადაამოწმებდნენ, რადგან ,,ეს [ოლქი] არ იყო სასამართლო“, - აცხადებენ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე