ირაკლი შოთაძე საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანს ჰან ჰენდრიკ მორაალს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანს ჰან ჰენდრიკ მორაალს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გიორგი გოგაძე ესწრებოდა.

„სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, კიბერდანაშაულის თემაზე 2021 წელს საქართველოში დაგეგმილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 26-ე ყოველწლიური კონფერენციისა და გენერალური შეხვედრის შინაარსობრივი, ორგანიზაციული და ფინანსური საკითხები განიხილეს.

თბილისში 2021 წელს დაგეგმილ კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე დელეგატი დაესწრება. აღნიშნული საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე სახელმწიფოები ერთმანეთს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ.

საქართველოს პროკურატურამ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-8 რეგიონულ კონფერენციას თემაზე „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაბრუნება და კიბერდანაშაული“ 2017 წელს უმასპინძლა, რომელსაც 25 ქვეყნის გენერალური პროკურორი, მოადგილეები და სხვა რანგის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) 1995 წელს დაარსდა და პროკურორთა ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 171 ქვეყნის 183 ორგანიზაციულ წევრს და 3000 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა