ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულ საწარმოთა განახლებულ სიას აქვეყნებს

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წლის 29 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისა და მათი ემიტენტების ნაწილს სტატუსი შეეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

კერძოდ, განახლებული კანონის IX1 თავში განმარტებულია კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში პრივატიზებულ საწარმოებს ეხსნებათ ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსი, ხოლო შესაბამისად ასეთი საწარმოების ფასიანი ქაღალდები არ მიიჩნევა საჯარო ფასიან ქაღალდებად.

ცვლილებების შედეგად, ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსი უნარჩუნდება ისეთ საწარმოს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ კრიტერიუმს:

სავაჭროდ დაშვებულია საქართველოს საფონდო ბირჟის სალისტინგო თუ არა-სალისტინგო კატეგორიაში;

წარმოადგენს I/II ზომით კატეგორიის საწარმოს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ კრიტერიუმების შესაბამისად;

დამტკიცებული აქვს საჯარო ემისიის პროსპექტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობის შესაბამისად (გარდა სრულად დაფარული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა);

საქართველოს ეროვნულ ბანკს ა/წ 7 ოქტომბრამდე წარუდგინა ან საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან მოხსნის მომენტიდან 3 თვის განმავლობაში წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერთა კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც იგი ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვს;

ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად, განახლებული ანგარიშვალდებული საწარმოების სია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=487

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა