აზერბაიჯანის 2 ქალაქსა და 8 რაიონში კაფეები და რესტორნები იხურება

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში აზერბაიჯანის 2 ქალაქსა და 8 რაიონში 7 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე კაფეები და რესტორნები დაიხურება, -ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა ქალაქებს, შაქისა და ლენქორანს, ასევე კახის, ზაქათალას, ბილიასუვარის, ჯალილაბადის, მასალის, ისმაილის, გუბასა და ხაჩმაზის რაიონებს შეეხება.

ცნობისათვის, აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 465 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 62 338-მდე გაიზარდა. ამასთან, ვირუსს კიდევ 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 811-ს მიაღწია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა