ნიკა ჩიტაძე - ჯო ბაიდენი უფრო მეტად მომთხოვნი იქნება, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმები გატარდეს

ჯო ბაიდენი ტრამპზე უფრო მეტად იქნება დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებით და უფრო მეტად მომთხოვნი იქნება, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმები გატარდეს, - ეს განცხადება პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ NEWS"-ში გააკეთა.

მისი თქმით, ბაიდენი გაცილებით ხელგაშლილი იქნება საქართველოსადმი და კიდევ უფრო მეტად გაამკაცრებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

"ჯო ბაიდენი დამაჯერებლად ლიდერობს და დიდი შანსია, რომ გაიმარჯვოს. ბუნებრივია, არსებობს განსხვავება "დემოკრატების" და "რესპუბლიკელების" საგარეო პოლიტიკაში.

ტრამპი უფრო იზოლაციონისტია და ცდილობდა პირველ რიგში კონცენტრაცია გაეკეთებინა შტატების ეკონომიკაზე. მან აქცენტი გააკეთა საგარეო დახმარების მოცულობის შემცირებაზე, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოსთვის ტრანშები არ შემცირებულა. ჩემი აზრით, ბაიდენი უფრო ხელგაშლილი იქნება. მისი დადებითი თვისებებიდან შეგვიძლია, გამოვყოთ ის, რომ ის ძალზე გათვითცნობიერებულია საგარეო საკითხებში, ვინაიდან, იგი იყო ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და გლობალურ პროცესებში გათვითცნობიერებულია. გადატვირთვის პოლიტიკის ინიციატივით რომ გამოვიდა ობამა და ჩავიდა კრემლში სხვათაშორის მაშინ ბაიდენი საქართველოს ესტუმრა, გამოვიდა საქართველოს პარლამენტში სიტყვით და გააკრიტიკა რუსეთი. ბაიდენი უფრო რეალისტურად აცნობიერებდა რუსეთის ქმედებებს. დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინა მაშინ საქართველოს თუნდაც მორალური თვალსაზრისით. მას არ სჯეროდა გადატვირთვის პოლიტიკის, ობამასგან განსხვავებით, და საბოლოოდ მართალიც აღმოჩნდა. ბაიდენი, როგორც პრეზიდენტი რუსეთის მისამართით ბევრად უფრო ხისტი იქნება. თუმცა უფრო მეტად მომთხოვნი იქნება დემოკრატიის ნაწილში საქართველოს მისამართით" ,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, ბაიდენის გაპრეზიდენტების შემთხვევაში მოსალოდნელია გაიზარდოს ამერიკული სამხედრო გემების რაოდენობა შავი ზღვის ეკვადორიაში, ისევე როგორც სამხედრო ერთობლივი წვრთნებისა და სამხედრო დახმარების მოცულობა.

" ბაიდენი უკეთ აცნობიერებს, რომ აშშ-ს მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე არის არა ჩინეთი, არამედ რუსეთი და ამიტომ აუცილებელია პირველ რიგში, გამკაცრება სანქციების და მხარდაჭერა იმ ქვეყნების, რომლებიც ცდილობენ რუსეთის გავლენების შემცირებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ბაიდენი უფრო მეტად იქნება დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებით და უფრო მეტად მომთხოვნი იქნება, რომ გატარდეს დემოკრატიული რეფორმები. გაგრძელდება ერთობლივი სამხედრო წვრთნები და სამხედრო დახმარების მოცულობა არ შემცირდება, გაიზრდება. როგორც ტრამპის დროს შემოდიოდნენ ამერიკული გემები საქართველოს საზღვაო ეკვადორიაში ბაიდენის დროსაც სამხედრო გემების შემოსვლის რაოდენობა არ შემცირდება და მეტი გემიც შემოვა" , - განაცხადა პოლიტოლოგმა და იქვე არ გამორიცხა, რომ ამერიკამ კვლავ დააყენოს დღის წესრიგში საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის საჭიროება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა