გიორგი გახარია ოპოზიციაზე - მოქალაქეებმა 9 პარტიას მისცეს მანდატი, შესულიყვნენ პარლამენტში და ქვეყნის მომავალზე ეზრუნათ და თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან

პანდემიის პირობებში მსოფლიოში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით საქართველოში არჩევნებზე დასწრება და მონაწილეობა იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე" ჩართვისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს მთავრობის ძირითადი ამოცანაა მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეკონომიკის გადარჩენა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ არავის გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს.

„არავის დაავიწყდეს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო უფრო მეტმა მოქალაქემ, ვიდრე 2016 წლის არჩევნებში და არავის დაავიწყდეს, რომ ამ არჩევნებში პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენმა მოქალაქეებმა 9 პარტიას მისცეს მანდატი, შესულიყვნენ პარლამენტში და პარლამენტის პლატფორმით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, ქვეყნის მომავალზე და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე ეზრუნათ და არა ქუჩის აქციების, ქვეყნის რისკის ქვეშ დაყენების, ვირუსის გავრცელების და ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისში შეყვანის. ამიტომ, მჯერა, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუძლებთ, ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით, თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან, ეს არის ჩვენი ძირითადი მოწოდება და ძირითადი მიზანი, რადგან ჩვენი ამოცანაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ არავის გამოხატვის თავისუფლება არ შევზღუდოთ. ამისთვის მთავარია, დავიცვათ წესები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა