კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევიდან 1 197-თბილისში, 620-აჭარაში,  438-იმერეთში გამოვლინდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, 1 197 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აჭარაში გამოვლენილია ინფიცირების 620 შემთხვევა, ხოლო იმერეთში 438.

“დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში - 620, იმერეთში - 438, ქვემო ქართლში - 109, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 138, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 38, სამცხე-ჯავახეთში - 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28”,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 18 პირიდან 7 თბილისში მკურნალობდა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 18 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 4, იმერეთში - 4, ქვემო ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 441 გარდაცვალების შემთხვევა“,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 345 პირია.

იხილეთ ვიდეო: რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მაღალი 1 197 ინფიცირების მაჩვენებელი?

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა