პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი პრეზიდენტს და მთავრობას მიმართავს

პარტია „სოციალ - დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი მთავრობას და პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ განახლდეს საარჩევნო პროცესი.

„ჩვენს ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ვითარება ყოველდღიურად რადიკალურად უარესდება. დაინფიცირებულთა დღიური პროცენტული რაოდენობით დღეს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია. ეს რიცხვი ორჯერ უფრო მაღალია, პროცენტული განზომილებით, ვიდრე აშშ-ში. ამ ვითარებაში, საარჩევნო პროცესის წარმართვა და არჩევნების მეორე ტურის ჩატარება კიდევ უფრო ზრდის უეჭველ რისკებს. ამას თან ერთვის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განვითარებული მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომლის სწრაფად დასრულებაც წარმოუდგენელია. დაუშვებელია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შევწიროთ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს. იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია.

ერთადერთ გამოსავლად არსებულ მდგომარეობაში ჩანს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამგვარი ღონისძიებით ისრაელში ერთი თვის განმავლობაში რადიკალურად (5-6 ჯერ) შემცირდა დაინფიცირების შემთხვევები. მოგიწოდებთ, გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემდეგ განახლდეს საარჩევნო პროცესი“, - ნათქვამია გია ჟორჟოლიანის მიმართვაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა