ადვოკატის ინფორმაციით, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს

ადვოკატ დავით ჩომახიძის ინფორმაციით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე 2 პირი დააკავეს. დაკავებულია აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე. ორივე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში.

როგორც აკაკი კობალაძის ადვოკატი დავით ჩომახიძე აცხადებს, კობალაძეს აბსურდული ბრალი წაუყენეს.

"თავიდან მოწმის სტატუსით მოიყვანეს დილით, ნახევარი საათის წინ კი წაუყენეს აბსურდული ბრალი, რომ მის ბავშვობის მეგობარზე ახორციელებდა მუქარას, დაშინებას და თითქოს ქრთამი შესთავაზა. ამის რაიმე მტკიცებულება არ არსებობს, ნამდვილად პოლიტიკური დაკვეთაა, დარწმუნებული ვარ, პოლიცია არაფერ შუაში არ არის. ვისგან მოდის დავალება თქვენც იცით. საუბარია თითქოს იმაზე, რომ ოლქის თავმჯდომარის მიმართ მუქარას ახორციელებდა ", - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ წევრის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ზეწოლა და მუქარა ხორციელდებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით,“- განაცხადა ხელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა