ჯაბა ჯიშკარიანი 7 ნოემბერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ლიდერი, ჯაბა ჯიშკარიანი 7 ნოემბერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“დღეს 7 ნოემბერია. ამ დღეს თავგანწირვით ვიბრძოდით ყველა, თითოეული ჩვენგანი, თქვენ გახსოვთ მაშინდელი შეძახილები "მიშა ვარდები, მალე გადავარდები", არაერთი გათენებული ღამე, დარბევები და არაერთი უმოწყალოდ ნაცემი, გაუბედურებული ადამიანი. 13 წლის წინ, 7 ნოემბერს, მაშინდელი ხელისუფლება სასტიკად გაგვისწორდა. მაგრამ ჩვენ მივიღეთ მთავარი - ხელისუფლება იძულებული გახდა, დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები. ახლა, 13 წლის შემდეგ, ისევ ვიბრძვით, სახეზეა ისევ ძალადობა, არჩევნების გაყალბება, ხმების მოპარვა, დაშინება,ხელების გადაგრეხვა. დრო გადის, ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ არ იცვლება მათი სურვილი, სურვილი მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნისა, რის გამოც უკან არც ძალადობაზე და არც არჩევნების გაყალბებაზე იხევენ უკან. საოცარი სიტუაციაა ქვეყანაში. დგანან კამერებთან და 2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებენ ის ადამიანები, რომლებიც მაშინ ან სახელმწიფო სავარძლებში იყვნენ მოკალათებულნი, ან თბილად ეძინათ სახლებში. და კიდევ ერთი - რცხვენოდეს ყველა იმ ადამიანს, ვინც 7 ნოემბერსა და 2008 წლის არჩევნებს აპროტესტებდა, ხოლო დღეს, “ოცნების” გაყალბებული არჩევნების გამპრავებლებად არიან ქცეულნი. სიმართლე ერთია მეგობრებო და არ შეგაქმნევინებთ სხვა სიმართლეს - სხვა რეალობაში.

ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს, რომლებსაც ახლა შეგნებულად არ დავასახელებ,დღეს ოცნების "გაპრავებით" რომ არიან დაკავებულები და თან ამაყობენ, რომ 9 წელი იბრძოდნენ, მათ მინდა შევახსენო, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის ერთჯერადი აქტი, რომ ერთხელ გაიბრძოლო და შემდეგ, მთელი ცხოვრება იამაყო ამით. კომფორმისტებად არ უნდა გაქციოთ "ცდუნებამ". გახსოვდეთ ყველაფერს აქვს დასასრული”, - აცხადებს ჯაბა ჯიშკარიანი.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება