ოპოზიციური სპექტრი ცესკოს ბლოკირებას იწყებს

ოპოზიციური პარტიების ერთობლივი გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები ცესკოსთან გადაინაცვლებენ, სადაც მათივე განცხადებით, „დღეიდან ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა“.

ამასთან, როგორც ოპოზიციური სპექტრის სახელით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ განაცხადა, ოპოზიციის გადაწყვეტილებაა, რომ „ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში“.

„8 საათამდე ხელისუფლებას ჰქონდა დრო, რომ წამოსულიყო კომპრომისზე. ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე. ეს კონტაქტი შედგა ოპოზიციას და კობახიძე-თალაკვაძეს შორის და ბოლო ინფორმაცია არის, ხვალ იქნებ დაველაპარაკოთო.

სანამ შეხვედრა არ შედგება, არცერთ ჩვენგანს არანაირი ჰიპოტეტური დაპირებისა, არ სჯერა.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამას სჭირდება ახლა აღსრულება - ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში. ჩვენ ახლა ყველამ ერთად, ვინც ვართ და ძალიან ბევრნი ვართ, უნდა გადავინაცვლოთ და იქ დავრჩეთ და "კომენდანტის საათი" დავუწესოთ ცესკოს შენობას - ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვერავინ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები“, - განაცხადა მელიამ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი