ცესკოსთან გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, ადგილზე მძაფრი სუნი დგას

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ადგილზე დგას მძაფრი სუნი, რის გამოც ტერიტორიაზე გაჩერება პრობლემურია.

პარალელურად, ცესკოს მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ჩაკეტილი აქვს სპეცრაზმის წარმომადგენლებს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებიც სპეცრაზმის წინ დგანან, მშვიდობის ნიშნად, ხელები ასწიეს.

ამ წუთებში ცესკოსთან ისმის შეძახილები: „გადადექი“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია