მამუკა მდინარაძე ომბუდსმენის განცხადებაზე - ეს განცხადება არის სუბიექტური

სუბიექტური განცხადებაა პირდაპირ გეტყვით, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე სახალხო დამცველის განცხადებას.

მისი თქმით, იმ ფონზე, როცა კადრებში ჩანს, როგორ ანგრევდნენ აქციის მონაწილეები ჯებირს, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე განცხადებები სუბიექტურია.

„ვინც არ უნდა იყოს, რომელი ადამიანიც არ უნდა იყოს, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, რომელიც ნახავს კადრს, არა მხოლოდ საქართველოში, არა მარტო დღევანდელ სიტუაციაში, სადაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ცდილობენ, სადღაც შეჭრას, ანგრევენ ღობეს თუ ჯებირს, ქვას ესვრიან პოლიციელს და შემდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას ვინმე დაარქმევს არაპროპორციულად ძალის გამოყენებას, ეს განცხადება არის სუბიექტური“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, წყლის ჭავლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან აღმართული დამცავი ჯებირის გარღვევა სცადეს.

სახალხო დამცველმა კი პოლიციას მოუწოდა „შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა