აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებისთვის თბილისში მიმდინარე დემონსტრაციასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო დემონსტრაციასთან დაკავშირებით ამერიკის მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.

"დემონსტრაცია აშშ-ს საელჩოდან სამხრეთით, 5 წუთის სავალ მანძილზე აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარეობს. პოლიცია ხალხმრავალი აქციის მონაწილეების მიმართ საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების ზომებს იყენებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩოს ინფორმაციით, სპორადული პროტესტი შესაძლოა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდეს.

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპორადული, მოკლე ვადაში გამოცხადებულ ან გამოუცხადებელ აქციებს ან პროტესტებს შესაძლოა, ადგილი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეს.

აშშ-ს სამთავრობო შემადგენლობას მიეცა რეკომენდაცია, რომ მოერიდონ აღნიშნულ ლოკაციას ან ნებისმიერ ადგილს პოლიციელთა მომრავლებული რაოდენობით, რომელიც ხალხმრავალი შეკრებისა და პოტენციური ძალადობის მანიშნებელია. რეკომენდირებულია ყურადღების გამოჩენა სადემონსტრაციო არეალის მიმდებარედ. ისინი, ვინც იმყოფებიან პროტესტის მიმდებარე არეალში - სასტუმროებში, რესტორნებში ან სხვა დაწესებულებებში ხალხის დაშლამდე შენობებში უნდა დარჩნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებისთვის თბილისში მიმდინარე დემონსტრაციასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა