ლენტეხი-ბავარის გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი (კმ1-კმ7) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სატენდერო წინადადებების მიღება დღეს სრულდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ლენტეხი-ბავარის გზა, ამ ორი დასახლებული პუნქტის დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს, შესაბამისად მის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებულია და მთლიანად მწყობრიდან არის გამოსული. რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება გართულებულია.

უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის შესაბამისად, დაგეგმილია: გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ხელოვნური ნაგებობების, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების, მილების, კიუვეტებისა და გაბიონის კედლების მოწყობა. ასვე, გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელების, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, ავტოპავილიონისა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის მოწყობა. განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობა, გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო შემოფარგვლა.

პროექტი, სახელწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა