ვლადიმერ პუტინმა სამი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრი დიმიტრი კობილკინი, მშენებლობის მინისტრი ვლადმირ იაკუშევი და ტრანსპორტის მინისტრი ევგენი დიტრიხი თანამდებობებიდან გაათავისუფლა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ურალის ფედერალურ ოლქში მუდმივი წარმომადგენელი ნიკოლაი ცუკანოვი.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, ცხრიდან ათამდე გაიზარდა პრემიერ-მინისტრის მოადგილეთა რაოდენობა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა რუსეთის დუმას ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის კანდიდატურა წარუდგინა, მის ნაცვლად ენერგეტიკის მინისტრად კი „რუსჰიდროს“ ხელმძღვანელის, ნიკოლაი შულგინოვის დანიშვნა შესთავაზა.

გარდა ამისა, მიშუსტინმა სახელმწიფო დუმას ტრანსპორტის მინისტრის პოსტზე „აეროფლოტის“ გენერალური დირექტორი ვიტალი საველიევი წარუდგინა, ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრის პოსტზე –ალექსანდრ კოზლოვი, მშენებლობის მინისტრის თანამდებობაზე კი - ირეკ ფაიზულინი. რაც შეეხება ვლადმირ იაკუშევს, ის, სავარაუდოდ, ურალის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი გახდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა