რომან გოცირიძე - პროტესტი გაგრძელდება პარლამენტის წინ, სახელმწიფოს სხვადასხვა დაწესებულებებთან,  მთელი ქვეყნის მასშტაბით

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წინ, ისე სხვადასხვა დაწესებულებებთან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რომან გოცირიძემ პარლამენტის წინ განუცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების აქცია იწყება.

“პროტესტი გაგრძელდება. პროტესტი ერთიდაიგივე ფორმისა და რაოდენობის ყოველთვის არ იქნება. პროტესტი იქნება პარლამენტის წინ, სახელმწიფოს სხვადასხვა დაწესებულებებთან, პროტესტი გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში. ხელისუფლებისთვის ზემოქმედებისთვის ყველა კანონიერ ფორმას გამოვიყენებთ, მათ შორის, როგორც ქუჩაში, ისე დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობით და ა.შ.“,- განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების აზრს, რომან გოცირიძემ აღნიშნა, "მოლაპარაკების აზრი უნდა იყოს ის, რომ უნდა დაიშალოს ცესკოს ის შემადგენლობა, რომელიც ამ ერთპარტიას ემსახურება, ასევე გადაყენებული იქნას თამარ ჟვანია".

მისი თქმით, ამის შემდეგ უკვე ნეიტრალური მხარის, შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაციის ან სახალხო დამცველის რეკომენდაციით დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის პირობებში ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა