„მრავალეროვანი საქართველო“ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნების შემდგომ შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკება.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას ისეთ ქმედებებსა და განცხადებებზე, რომელიც გამოიწვევს შემდგომ გართულებებს. „მრავალეროვანი საქართველო“ ასევე მოუწოდებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმებს.

„მრავალეროვანი საქართველო“ მიიჩნევს, რომ უნდა მოიძებნოს გზები, მდგომარეობის განსამუხტად და კითხვის ნიშნების მოსახსნელად, იმ საარჩევნო უბნების შედეგებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული საჩივრები და რომელთა მიმართაც, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, შედეგების გადასინჯვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

ორგანიზაციის აზრით, აუცილებელია, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით, ყველა ჩართული მხარის მონაწილეობით, იმ სადავო საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც არსებობს მნიშვნელოვანი დისბალანსი. აღნიშნული ინიციატივა აღადგენდა პროცესის მიმართ ნდობას და წარმოშობდა მმართველ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების გამართვის წინაპირობას. გარდა ამისა, სადავო საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა, უზრუნველყოფდა მეორე ტურების გამართვას მშვიდობიან და კონკურენტუნარიან გარემოში.

ამასთანავე, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მიესალმება პანდემიის პირობებში, ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას, რაც გამოიხატა შემდეგ ციფრებში 1 970 540 (56.11%), რაც დასაფასებელი და გასათვალისწინებელია, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების მიერ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა