ნიკა მელია - თქვენი ციხის არავის ეშინია! მე დამიჭერ, გამანადგურებ? სხვა გამოვა!

სასაცილოდ არ მყოფნის, როცა კობახიძე, კალაძე გამოდიან და საუბრობენ - მელია დასაჭერია, მელია კრიმინალია - ივანიშვილო, პატივია, თქვენს მოწინააღმდეგედ რომ მთვლით, ესე იგი, სწორ გზაზე ვდგავართ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ესე იგი, ზუსტად იქ გებრძვით, რისიც გეშინიათ. ამდენი ხანი ვერ მიხვდით, რომ თქვენი ციხის და თქვენი სასჯელის არავის ეშინია. ბრძოლა არა თუ არ შეწყდება, არ შენელდება! ჩვენ ვართ ისტორიის სწორ მხარეს, ახალი ისტორია იწერება აქ! მე დამიჭერ?! მე გამანადგურებ?! - სხვა გამოვა! მამაჩემი გამოვა, დედაჩემი გამოვა, ჩემი ოჯახის წევრები გამოვლენ და ყველანი დავდგებით აქ!“, - განაცხად ნიკა მელიამ.

მან აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ 14 ოქტომბერს, 15:00 საათზე რუსთაველის გამზირი ხალხით უნდა გადაივსოს და ამით დაწყებულ ბრძოლას სხვა იმპულსი მიეცეს.

როგორც მან აღნიშნა, მუხტი და სულისკვეთება ნათელია და არავინ უკან დახევას არ აპირებს.

„გუშინ, რაც ხელისუფლებამ იკადრა, ის არის, რაც მას შემორჩა -ძალადობა ძალადობა და ძალადობა. ამ ძალადობის რომ არავის ეშინია, თქვენ ხართ ამის ნათელი დასტური, შეუძლებელია, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ქართველ ხალხს უკან ვერავინ დაახევინებს. რატომ?- იმიტომ, რომ ყველა ზღვარს გადავიდა რეჟიმი, რას არ იგონებენ, რა შეზღუდვებს არ აწესებენ. გული მოგიკვდებოდა, როცა გუშინ ვუყურებდი იმ რობოკოპებს, სპეცრაზმელებს ეგრეთ წოდებულს , რომელთა დიდ ნაწილს დარწმუნებული ვარ, იქ დგომა არ უნდოდა, მაგრამ უწევთ. თუ ვინმეა გასათავისუფლებელი ოლიგარქის ტყვეობიდან, ის ხალხია გასათავისუფლებელი, ისინი ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ, ტყვეობაში არიან. საკუთარ მცველებად გადააქცია, სამართალდამცველები სამართალდამრღვევებად გადააქცია და ივანიშვილის პირადი დაცვის წევრებად მოქმედებენ“,- განაცხადა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა