გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცავებმა 3 პირი დააკავეს

„სირცხვილიას“ აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 3 პირი დააკავეს.

მისივე განცხადებით, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან დარჩენას აპირებენ.

„დააკავეს მაჭავარიანი, გიორგი მჟავანაძე, ნოდარ რუხაძე. ნადირობა დაიწყეს უკვე. ჯერ 22:00 საათიც არ გამხდარა, ჩოჩქოლი იყო, მოიტაცეს და ჩასვეს მანქანაში. სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება აქ ვრჩებით, ჯერ ბრძოლა დამთავრებული არაა“, - აღნიშნა მაქარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობის მიმდებარედ სამართალდამცველებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც “სირცხვილიას“ აქტივისტებმა ტერიტორიაზე შეშის შეტანა სცადეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა