EMC - “კომენდანტის საათის” მიუხედავად, შეზღუდვები არ უნდა გავრცელდეს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაზე

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს" მიაჩნია, რომ 22:00-საათიდან 05:00 საათამდე “კომენდანტის საათის” შემოღების მიუხედავად, შეზღუდვები არ უნდა გავრცელდეს თუნდაც ამ პერიოდში შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"როგორც ცნობილია, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების ფონზე, მთავრობამ მიმდინარე წლის 9 ნოემბრიდან დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი და დამაზუსტებელი მაგალითები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ღონისძიების ეს სახე ზღუდავს უშუალოდ, საზოგადოებაში დამკვიდრებული თავშეყრის სხვადასხვა სახეს, ის არ სცდება სოციალური შეკრების ხასიათს და ერთმნიშვნელოვნად არ აქვს პოლიტიკური შინაარსი. ამ ღონისძიებით სახელმწიფოს არ აქვს უფლება შეზღუდოს ნებისმიერი პოლიტიკური მოტივით ორგანიზებული, პოლიტიკური შინაარსის მქონე საზოგადოებრივი შეკრება.

ნიშანდობლივია, რომ ამ სახის რეგულაციის დაწესების შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს თავიდანვე არ განუცხადებია, როდესაც ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების შესახებ დააანონსა.[8] რაც ქმნის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ 8 ნოემბრის აქციაზე [9] განვითარებული მოვლენების საფუძველზე, ხელახალი მასშტაბური პროტესტების პრევენციის მიზნით მიიღო.

ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული საარჩევნო კონტექსტი. დაანონსებულ შეკრებას ცხადად პოლიტიკური მნიშვნელობა და მოტივი აქვს. საარჩევნო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებაში ჩარევა, მითუმეტეს, პირდაპირი საფუძვლების არარსებობის პირობებში, კიდევ უფრო მეტად ინტენსიური და გაუმართლებელი იქნება. საარჩევნო კონტექსტი მხედველობაშია მიღებული თავად მთავრობის N322 დადგენილებითაც, რომლის თანახმად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად შემოღებული ღონისძიებები არ ვრცელდება წინასაარჩევნო კამპანიაზე,[10] რაც თავის თავში გულისხმობს მოსახლეობასთან შეხვედრებს, აგიტაციას, პოლიტიკური მიზნებით ადამიანების დიდ რაოდენობასთან კომუნიკაციას. დადგენილების ამ დათქმის გათვალისწინებით, მითუმეტეს ვერ იქნება გამართლებული საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული პროტესტის შეკრების გზით საჯაროდ გამოხატვის გამორიცხვა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ადამიანთა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლებით განუხრელად დაცვა და არ დაუშვას 22:00 საათის შემდგომ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ საპოლიციო ძალის გამოყენება;

პოლიტიკურ პარტიებს, გამოიყენოს ყველა ზომა პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკების გზით გადაჭრისა და პროცესების დეესკალაციის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს