პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მოქალაქეები ტერიტორიას ასუფთავებენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა აქციის დასრულებამდე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს.

აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დასუფთავებისკენ "სირცხვილიას" ერთ-ერთმა წევრმა, გიგა მაქარაშვილმა მოუწოდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე 20-ზე მეტი ადამიანი დააჯარიმეს. აქციის ორგანიზატორები საჩივარსაც ამზადებენ. აქციაზე სიტყვით გამოვიდა "ლელოს" წარმომადგენელი, კახა კოჟორიძე, რომელმაც დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა.

დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, აქციის მონაწილეები 05:00 საათამდე არ იშლებიან და აქციას აგრძელებენ. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციაც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა