სომხეთის პატრიარქი ხალხს - შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავი შეიკავეთ ემოციების ზედმეტი დემონსტრირებისგან

სომხეთის პატრიარქი გარეგინ მეორე სომეხ ხალხს მიმართავს და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ჩვენმა ქცევამ არასდროს უნდა შეუქმნას საფრთხე ჯარისკაცების სიცოცხლეს, რომლებიც ფრონტის ხაზზე გაბედულად განაგრძობენ თავიანთ სამსახურს. ეროვნული ერთიანობის დასაცავად მოგიწოდებთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავი შეიკავეთ ემოციების ზედმეტი დემონსტრირებისგან, რომელიც გვაზარალებს, თავიდან ავიცილოთ ძალადობა და არეულობა,“- განაცხადა პატრიარქმა.

გარეგინ მეორე სომხეთისა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, ხალხს მიღებული გადაწყვეტილება აუხსნან.

„მოვუწოდებთ სომხეთისა და არცახის ხელმძღვანელობებს, დაუყოვნებლივ წარუდგინონ ჩვენს ხალხს მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებული და საკმარისი ახსნა-განმარტება. ქედს ვიხრით ჩვენი სამშობლოს დამცველების გამარჯვებული სულის წინაშე ”, - განაცხადა სომხეთის პატრიარქმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა