არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილი უკვე წლებია ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან ფეხით ჩამოდის, როგორც თვითონ აანონსებს, აქამდე არაერთხელ უნდა იყოს საქართველოში ნამყოფი

ის უკვე წლებია ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან საზღვართან, ხან ფეხით საქართველოში ჩამოდის, როგორც თვითონ აანონსებს, აქამდე არაერთხელ უნდა იყოს საქართვველოში ნამყოფი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომლის განცხადებით, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს დაბრუნების ლეგალური უფლება აქვს და ,,ბილეთს აიღებს“.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი და თუ საქართველოში ჩამოვა, პირველ რიგში ამ კითხვებზე მოუწევს პასუხს გაცემა.

,,მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ადგილი ქონდა არალეგიტიმურ ჩარევას საქართველოს საარჩევნო პროცესში, რაც დაინახეს როგორც დამკვირვებლებმა, ასევე მთელმა საზოგადოებამ. რაც შეეხება მის დაპირებებს ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ჩვენ გვახსოვს, რომ ის უკვე წლებია ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან საზღვართან, ხან ფეხით საქართველოში ჩამოდის, როგორც თვითონ აანონსებს აქამდე არაერთხელ უნდა იყოს საქართველოში ნამყოფი, თუმცა როდის ჩამოვა, ეს მხოლოდ მისმა მეგობრებმა იციან პარტიაში. სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსულის ნაწილი, მას აქვს პრობლემები თავის წარსულთან და ბევრ კითხვაზე პასუხი გასაცემი. შესაბამისად, თუ ის ამ ქვეყანაში ჩამოვა, პირველ რიგში ამ კითხვებზე ექნება პასუხი გასაცემი“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა