გიგა ბოკერია - გრძელდება უტიფარი, ქვეყნისთვის საზიანო და სახიფათო კამპანია ივანიშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან, ვიდრე ეს არ შეიცვლება, მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება

დიალოგი სწორი ინსტრუმენტია ასეთი კრიზისების განსამუხტად, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოში შექმნა, - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რამდენად არსებობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დილოგის გამართვის შანსი და რა პირობებში აპირებენ მას.

გიგა ბოკერიას განმარტებით, ოპოზიციის, კერძოდ, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო, რომ ბუნებრივია, დიალოგი უნდა იყოს იმ საკითხზე, რამაც შექმნა კრიზისი.

„ეს საკითხი არის ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად არჩევნების მიღებული შედეგების გაუქმება და ხელახალი, ნორმალური არჩევნების ჩატარება. ამ ქოლგის ქვეშ ბევრი საკითხია, ცესკო-ს თავმჯდომარის, ცესკო-ს სხვადასხვა უწყების როლი ამ სამარცხვინო პროცესში, ასევე, ე.წ. პოლიტიკური პატიმრების საკითხი. ეს არის ის თემა, რაზეც დიალოგი უნდა იყოს, რათა განიმუხტოს ვითარება. რაც შეეხება ივანიშვილის რეჟიმის დღევანდელ პოზიციას, დიახ, ჩვენ ვხედავთ იგივე უტიფარი, ქვეყნისთვის ძალიან საზიანო და სახიფათო კამპანიის გაგრძელებას ივანიშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან. სანამ ეს არ შეიცვლება, მანამდე გაგრძელდება მშვიდობიანი პროტესტი. ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი, მშვიდობიანი პროტესტისთვის. დღევანდელი ვითარება ვერ იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა