ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე - სამწუხაროდ, ეს არ იყო საუკეთესო განცხადება - არავინ არ ვიყავით საქმის კურსში

სამწუხაროდ, არ იყო ეს საუკეთესო განცხადება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გრიგოლ ვაშაძის პოზიციის შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმაა სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

„სამწუხაროდ, არ იყო ეს საუკეთესო განცხადება. სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როდესაც სხვადასხვა ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, არ არის ეს განცხადება საუკეთესო. არავინ არ ვიყავით საქმის კურსში ამასთან ერთად. მაგრამ ის გეგმები, ის გაცხადებული მიზანი, რომელიც დღეს ხალხს აქვს და ჩვენ ვართ ერთ-ერთი წარმომადგენლები ამ საზოგადოების, არის არჩევნები, სამართლიანი, თავისუფალი, ახალი არჩევნები ქვეყანაში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ სააგენტო “ნიუპოსტმა“ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს. ამასთან, პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული განცხადების შესახებ არ იციან და მის ავთენტურობას ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა